მეუფე შიო:კანაფის კულტივაციისთვის სახელმწიფო მზად არ არის! ეს არის ეკლესიის პოზიცია!

 კანაფის ნედლეულის ექსპორტზე გატანა დიდი რიკსებს შეიცავს ამის შესახებ ჟურნალისტებთან საქართველოს პატრიარქის ტახტის მოსაყდრე მეუფე შიომ (მუჯირი) განაცხადა. 

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს დიდი რისკებს შეიცავს. სახელმწიფო არ არის მზად, აღკვეთოს შემდგომში ამ არალეგალური კულტივაცია, რაც სამწუხაროდ მოხდა ბევრ ქვეყანაში, სადაც დანერგილი იყო სამედიცინო მიზნით კანაფის კულტივაცია.

ეს არის ეკლესიის პოზიცია. მოგვიანებით, უფრო დაწვრილებით ჩვენი პოზიცია გამოქვეყნდება“, – განაცხადა მეუფე შიომ. 

შეგახსენებთ, შსს-ს ახალი ინიციატივით, საქართველოდან შესაძლოა კანაფი სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნით ექსპორტზე გაიტანონ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად