A1 ბანერი

მეუფე შიო: უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე ჯერ ტომოსის ტექსტს გავეცნობით…

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე გადაწყვეტილებას საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდი გადაწყვეტილებას მსოფლისო პატრიარქის ხელმოწერილი ტომოსის ტექსტის გაცნობის შემდეგ მიიღებს, – ამის შესახებ საქართველოს პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიომ ჟურნალისტებთან განაცხადა.

“სინოდმა გამოთქვა თავისი პოზიცია, გავეცნობით ტომოსის ტექსტს და რა თქმა უნდა შემდეგ იქნება… თუმცა, ჯერ ვერ მოგახსენებთ როდის იქნება განხილვა”, – განაცხადა ჟურნალისტებთან მეუფე შიომ.

ცნობისთვის, გუშინ, კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომემ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის დამადასტურებელ ტომოსს ხელი მოაწერა

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას დაუჭერს თუ არა მხარს,  2019 წლის პირველივე სხდომაზე იმსჯელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...