მეუფე შიო: საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ ადგილზეა ნარკომომხმარებელთა რაოდენობით

საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ ადგილზეა ნარკომომხმარებელთა რაოდენობით,-ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ კონფერენციაზე- "ნარკოპოლიტიკა საქართველოში, გამოწვევები და საერთაშორისო გამოცდილება" განაცხადა.

"მეტად მწვავე და აქტუალურია თემა, რომლისთვისაც დღეს ჩვენ შევიკრიბეთ. არ დარჩენილა საზოგადოების არცერთი ფენა, რომელსაც ბოლო პერიოდში ნარკოპოლიტიკათან დაკავშირებული მოვლენები არ აღელვებდეს. მოგეხსენებათ, ნარკომანია მემთვრალეობის უმძიმესი ფორმაა, რომლის თაობაზეც ეკლესიის წმინდა მამებს არაერთი გამონათქვამი აქვთ დატოვებული. მაგალითად, წმინდა ბასილი დიდი და წმინდა იოანე ოქროპირი წერდა, რომ თრობის ნება ადამიანს სულიწმინდას განაშორებს და ყოველგვარი ბოროტების საწინდარია. და რომ არავინ ისე არ აღასრულებს ეშმაკის ნებას, როგორც მემთვრალე. კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორესაც არაერთხელ უთქვამს, რომ „კაცი, რომელიც კარგავს სულიწმინდის მადლს, კარგავს ყველაფერს ამ ქვეყანაზეც და მარადიულ ცხოვრებაშიც“.

ნარკოტიკული თრობის ილუზიებში გაქცევის მთავარი მიზეზი გახლავთ სულიერი სიცარიელე და ცხოვრების აზრის დაკარგვა. დღეს ნარკომანია აღარ არის მხოლოდ ცალკეულ პირთა სნეულების გამოვლინება, არამედ მთელი საზოგადოების პრობლემად იქცა. სამწუხაროდ, ამ მხრივ დამაჯერებელი სტატისტიკა არ არსებობს, მაგრამ სპეციალისტების აზრით, ჩვენი ქვეყანა მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ ადგილზეა ნარკომომხმარებელთა რაოდენობით. შესაბამისად, მდგომარეობა ძალიან რთულია. ამ მძიმე ვითარების გამოსასწორებლად საჭიროა ყველა რისკის გათვლა და სპეციალისტების აზრის მაქსიმალურად გათვალისწინება.
კონსტიტუციის დღის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებაზე მისმა უწმინდესობამ ბრძანა, რომ ქვეყნის კონსტიტუცია ხალხს უნდა ემსახურებოდეს. საკონსტიტუციო სასამართლოს უკანასკნელმა გადაწყვეტილებამ კი ბევრი კითხვა და ნეგატიური განწყობა გააჩინა. 4 მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ შესაძლებლად მიიჩნია დღევანდელი კონსრიტუციის მე-16 მუხლის საფუძველზე რომ ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება და გამოიტანა დასკვნა რომ მარიხუანას მოხმარება პიროვნულ თავისუფლებას უკავშირდება. საკოსტიტუციო სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით შექმნა ახალი იდეოლოგიური პარადიგმა, რომლის მიხედვით, თვითგანვითარების ცნება მარიხუანას მოხმარებასაც გულისხმობს, რაც ეწინააღმდეგება ჩვენს სარწმუნოებას და ტრადიციულ ოჯახურ ღირებულებას, რასაც ეკლესია ვერავითარ შემთხვევაში ვერ დაეთანხმება.მითუმეტეს, რომ შეგახსენებთ, მარიხუანა გაეროს მიერ ნარკოტიკული ნივთიერებების სიაშია შეტანილი და მისი მოხმარების სოციალური ზარალი საკმაოდ მაღალი რისკით არის შეფასევბული.
ყველა საკანონმდებლო აქტი საკუთარ თავში უნდა მოიცავდეს ზნეობის და საზოგადოების სიკეთის გარკვეულ მოდელირებას. ეს გადაწყვეტილება რას გვიქადის მომავალში, ამ ლოგიკით შესაძლებელია მომავალშონარკოტიკული ნივთიერების მოხმარება განიხილებოდეს თვითგანვითარების უფლებად.
თვითგანვითერბის ცნებას ჩვენს ცნობიერებაში გააჩნია სულიერი, ინტელექტუალური და ფიზიკური სრულყოფისკენ ლტოლვის შინაარსი. ნარკოლოგები ამტკიცებენ, რომ მარიხუანას მოხმარება, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ განვითარების თავისუფლებას დაუკავშირა ადამიანის თავის ტვინში სწორედ იმ რეცეპტორების სკდომას იწვევს, რომელიც მის ინტელექტუალურ განვითარებაზეა პასუხისმგებელი. იგი იწვევს ნაადრევ სიბერეს და ტვინის ფუნქციის აქტიურ დაქვეითებას. ამიტომაც, საზოგადოების დიდ ნაწილს სამარათლიანად მიაჩია, რომ საკონსტიტუცო სასამართლოს გადაწყვეტილება ალოგიკური და არამეცნიერულია.
საქართველოს ეკლესია ამ შემთხვევაში განმარტავს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის სურვილს, ნათელი მოეფინოს შექმნილ ვითარებას და გამოსწორდეს დაშვებული სარისკო ფაქტორები“, – განაცხადა მეუფე შიომ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად