მეუფე შიო: ილია მეორის საპატრიარქო მოღვაწეობა დასტურია იმისა, რომ ჩვენს ქვეყანასა და ეკლესიაში სულიწმინდა მოქმედებს და სუფევს

მხოლოდ ეკლესიაში შეიძლება ადამიანმა ისეთი თვისებები მოიპოვოს და შეიძინოს, რომელიც ცათა სასუფევლისთვის აუცილებელია , – ამის შესახებ პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

“ყველამ ერთად მივულოცოთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქს, ილია მეორეს ეს. როგორც ვხედავთ, მისი საპატრიარქო მოღვაწეობა დასტურია იმისა, რომ ჩვენს ქვეყანასა და ეკლესიაში სულიწმინდა მოქმედებს და სუფევს. მთელი მისი მოღვაწეობა სულიწმინდის მადლით არის გაჯერებული და ჩვენ მადლობას მოვახსენებთ მას. ვევედრებით სულიწმინდას, რომ კიდევ მრავალჟამიერ იყოს მისი მეუფება. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ“, – განაცხადა ქადაგებისას მეუფე შიომ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად