მეუფე შიო: დღეს პატრიარქის მღვდელმთავრად კურთხევის დღეა – მადლობა დიდი ღვაწლისთვის 

მის შესახებ საქართველოს პატრიარქის მოსაყდრემ, ჩხოროწყუსა და სენაკის მიტროპოლიტმა მეუფე შიომ ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

“გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს არის მე-10კვირია სულთმოფენობიდან და გადმოგცემთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევას.

შეგვეწიოს მისი ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს. ვსარგებლობ შემთხვევით და მინდა მიცულოცო, დღს დაემთხვა ილია მეორის მღვდელმთავრად კურთხევის თარიღი.

იგი მღვდელმთავრად ხელდასმულ იყო სწორედ აი ამ დღეს – 25 აგვისტოს, მინდა თქვენთან ერთად მივულოცო ეს დღე და მადლობა ვუთხრა ღვაწლისთვის, მისი მღვდელმთავრად კურთხევით დაიწყო დიდი აღორძიება საქართველოში და საქართველოს ეკლესიაში” – განახადა მეუფე შიომ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად