მეუფე შიო: ადამიანი თავისთავს მიაწერს წარმატებას და ავიწყდება, რომ ღმერთი ეხმარება

ამის შესახებ საქართველოს პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიომ ყოვლაწმიდა სამების საკათედრო ტაძარაში საკვირაო ლიტურგიის დასრულების შემდეგ განაცხადა.

“ჩვენ რომ გვქონდეს უფრო მეტი იმედი, მეტად ვენდობოდეთ ღმერთს, რა თქმა უნდა, ჩვენც შევძლებდით ღვთაებრივი საქმეების აღსრულებას.

ასეთი რამ უფრო ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში ხდებოდა. განსაკუთრებული სასწაულები ახლა არ ხდება უფრო იმიტომ, რომ რასაც უფალი ამბობს, ჩვენი ურწმუნოების გამო. ჩვენი თაობა, ჩვენი ეპოქის ქრისტიანები სუსტი
მცირედ მორწმუნეები ვართ, მცირედ მორწმუნეები. უფრო ჩვენი თავის იმედი გვაქვს. ხშირად გვესმის ასეთი გამონათქვამი, რასაც მივაღწიე, ჩემი ძალით მივაღწი,. ჩემი ხელით გავაკეთე. ადამიანი თავის თავს უფრო მიაწერს წარმატებას, თავის ცხოვრებისეულ წინსვლას და ავიწყდება რომ,ღმერთი ეხმარება მას.

ჩვენ რომ გვქონდეს უფრო მეტი იმედი, მეტად ვენდობოდეთ ღმერთს, რა თქმა უნდა, ჩვენც შევძლებდით ღვთაებრივი საქმეების აღსრულებას”,- განაცხადა მეუფე შიომ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად