მეუფე საბა წესის აგებაზე: თუ ადამიანი ეკლესიის წევრი არ არის, მას ეკლესია ვერ ემსახურება

” “გირჩს” მიხედონ, მათი პოზიცია ეკლესიის და სახელმწიფოს წინააღმდეგაა მიმართული”,-ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბას განცხადებით, გარდაცვლილმა შაკო ბარამიძემ “გირჩში” გაწევრიანებით ეკლესიაზე უარი თქვა, ამიტომაც ეკლესია მას ვერ მოემსახურება.

“ეკლესიამ ჯერ ვერ მოასწრო ამ თემის ირგვლივ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება. იმსჯელებს ამაზე სინოდი. მე ოჯახს შევპირდი, რომ თუ უმნიშვნელო შესაძლებლობაც კი გამოჩნდება იმისთვის, რომ მას წესი აუგონ, პირველი მე მივალ და ამას გავაკეთებ.

როდესაც ადამიანი გაწევრიანდება “გირჩში” ან მსგავს რელიგიურ ორგანიზაციაში, ეს ნიშნავს, რომ ადამიანი ეკლესიაზე ამბობს უარს და თუ ადამიანი ეკლესიის წევრი არ არის, მას ეკლესია ვერ ემსახურება.

ამიტომ, უარყოფითი პოზიცია ვიღაც-ვიღაცეებმა ეკლესიის წინააღმდეგ კი არ უნდა გააკეთონ, “გირჩს” მიხედონ, მათი პოზიცია ეკლესიის და სახელმწიფოს წინააღმდეგაა მიმართული,”- განაცხადა მეუფე საბამ “კურიერთან” სატელეფონო საუბრისას.

ცნობისთვის, “გირჩის” მიერ დაფუძნებული რელიგიური ორგანიზაცია “ბიბლიური თავისუფლება” მართლმადიდებელი მღვდლებს მიმართავს და აცხადებს: “ბიბლიური თავისუფლების” 24 წლის მღვდელმსახურის წესის აგებაზე, ეკლესიამ უარი თქვა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად