მეუფე საბა: მეორე სასულიერო პირს, მამა სპირიდონ ნარსიას აღმოაჩნდა COVID-19

კორონავირუსი ამერიკის შეერთებულ შტატებში კიდევ ერთ ქართველ სასულიერო პირს დაუდასტურდა-ამის შესახებ, ინფორმაციას ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი მეუფე საბა ავრცელებს.

“მეორე სასულიერო პირი არის დაინფიცირებული ჩვენს ეპარქიაში. თქვენთვის კარგად ცნობილი, ნიუ-იორკში მამა სპირიდონ ნარსიას აღმოაჩნდა კორონავირუსი. არ ვიცით საიდან დაინფიცირდა. ვისთან ჰქონდა შეხება.

მინდა გითხრათ, რომ წინა შაბათ-კვირას მას მსახურება არ ჩაუტარებია და სახლის პირობებში გადის მკურნალობას,” – განაცხადა ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა მეუფე საბამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად