მეუფე საბა: კორონავირუსზე ტესტი ჩავიტარე და ორ დღეში მეცოდინება პასუხი

ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსი საბა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს.

მეუფეს თქმით, მან უკვე ჩაიტარა ტესტი და პასუხი ორ დღეში იქნება ცნობილი.

„მე დღეს წირვა უნდა ჩამეტარებინა, მაგრამ თავი შევიკავე. დღეს სამ საათზე გავიკეთე ჩქარი ტესტი და ორ დღეში მეცოდინება პასუხი – ვარ თუ არა ვირუსის მატარებელი. “, – განაცხადა მეუფემ.

შეგახსენებთ, რომ მეუფე საბამ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიაში ერთ-ერთ ქართველ დეკანოზს კორონავირუსი დაუდგინდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად