მეუფე საბა: კორონავირუსის ინფექცია არ დამიფიქსირდა, ვაგრძელებ მსახურებას

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსს, საბა ინწკირველს კორონავირუსი COVID-19 არ დაუდასტურდა.

მეუფე საბამ ფეისბუკზე გამოაქვეყნა ვიდეომიმართვა და აშშ-ში ჩატარებული გამოკვლევის ამსახველი დოკუმენტი.

ეპისკოპოსმა ტესტირება რამდენიმე დღის წინ ჩაიტარა.

“მე არ დამიდასტურდა, ტესტზე უარყოფითი პასუხი მოვიდა კორონავირუსზე, კორონავირუსის ინფექცია არ დამიფიქსირდა. მადლობა ღმერთს, ვაგრძელებ მსახურებას ისევ, წირვა-ლოცვის აღვლენას. ვილოცებ თქვენთვის ტაძრიდან, თქვენ სახლიდან ილოცეთ”-ამბობს მეუფე საბა.

მეუფე საბა ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, რომ კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა ნიუ-იორკში მოღვაწე სასულიერო პირს, მამა სპირიდონ ნარსიას:

„იცით, რომ ნიუ-იორკი ეპიცენტრია. არ ვიცით, საიდან დაინფიცირდა, ვისთან ჰქონდა შეხება, თუმცაღა წინა შაბათ-კვირას მას მსახურება არ ჩაუტარებია და სახლის პირობებში გადის მკურნალობას”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად