მეუფე საბა: ძალიან რთული ვითარებაა ნიუ-იორკში, ვისაც დახმარება სჭირდება, დაგვიკავშირდეს (ვიდეო)

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსს, საბა ინწკირველი, ვიდეო მიმართვას ავრცელებს, სადაც ამერიკაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებ საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა სახის დახმარებას სთავაზობს.

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსის, მეუფე საბას თქმით, ნიუ-იორკში ახალი კორონავირუსის გამო, რთული ვითარებაა.

” ძალიან რთული მდგომარეობა ნიუ-იორკში. ჩემო ქართველებო, გთხოვთ, გამხნევდით, ნუ შეშინდებით. ეს განსაცდელი, რომელიც არაერთ ქართველის ოჯახს შეეხო, აქ ჩრდილოეთ მერიკაში, გთხოვთ, როდესაც ქართველებს მგონი არ გვეშლება გვერდით დგომა, თუ ვინმეს დამხარება სჭირდება, ერთმანეთის დგვერდით დავდგეთ.

თუ ვინმეს დახმარება სჭირდება, გვერდში დგომა, გთხოვთ, დამიკავშირდით, დაუკავშირდეთ სასულიერო პირებს. ჩვენ, შეძლებისდაგვარად დაგეხმარებით, როგორც გითხარით, გარკვეული საკვები, პროდუქტის ნაწილი გვაქვს აქ ტაძარში. ჩვენთან საელჩომ ჩამოიტანა. გთხოვთ, გადასცეთ ვისაც უჭირს საკვები, ან რაიმე სახის დახმარება სჭირდება, დაგვიკავშირდით.”-ამბობს მუეფე საბა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად