მეუფე საბა დეკანოზ მამალაძეზე: სამედიცინო დასკვნაში წერია, რომ მისგან სიმულაციაა

მეუფე საბამ სინოდის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საპატრიარქო პრეზიდენტს მიმართავს დეკანოზ მამალაძის შეწყალების შუამდგომლობით.

“ჩვენ ვიმსჯელეთ დეკანოზ მამალაძის შესახებ და მიუხედავად იმისა, რომ არ არის საბოლოო დასკვნა მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ეს გადაწყვეტილება მივიღეთ. ბოლო დასკვნაში წერია ასეთი რაღაც, რომ სიმულაციაა მისგან ამასთან დაკავშირებით. მაგრამ ჩვენ გავითვალისწინეთ როგორც ოჯახის მოთხოვნა… ამის მიუხედავად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვთხოვოთ, წმინდა სინოდმა პრეზიდენტს, რომ შეიწყალონ დეკანოზი მამალაძე”, – განაცხადა მეუფე საბამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად