მეუფე საბა: არცერთი ტაძრის ეზო არ უნდა იქნას გამოყენებული პარტიული ღონისძიებისთვის

ჩრდილოეთ ამერიკის ეპიკოპოსი, მეუფე საბა (ინწკირველი) ბაგრატის ტაძრის ეზოში პატრიული ღონისძიებების ჩატარებას მიუღებლად მიიჩნევს და ამავდროულად, ეთანხმება მარგვეთისა და უბისის ეპიკოპოსის, მეუფე მელქისედეკის შეფასებებს ე.წ. “კატროგრაფების” საქმესთან დაკავშირებით.

ამის შესახებ მეუფე საბა (ინწკირველი) სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

“მე ვეთანხმები მეუფე მელქისედეკს „კარტოგრაფების” საქმის შეფასებაში.
გელათის მონასტრის შესახებ ყოველთვის გამოვხატავდი ჩემ გულის ტკივილს თუ როგორ მოუვლელი გვაქვს ერთერთი დიდი და წმინდა ადგილი, რომელიც არა მხოლოდ ერთი ადგილობრივი ეკლესიისთვის, არამედ მთლიანად მართლმადიდებელი ეკლესიისთვის მნიშვნელოვანი სიწმინდეა და ისტორიის მოწმეა.
რაც შეეხება ბაგრატის ტაძრის ეზოში პარტიული ღონისძიების მოწყობას, ეს ყოვლად მიუღებელია და დიდი გულისტკივილია პირადად ჩემთვის. არცერთი ტაძრის ეზო არ უნდა იქნას გამოყენებული პარტიული ღონისძიებისთვის”, – წერს მეუფე საბა.

შეგახსენებთ, ბაგრატის ტაძრის ეზოში პარტიული ღონისძიება ჯერ “პატრიოტთა ალიანსმა”, შემდეგ “ქართულმა ოცნებამ” გამართა. მმართველი პარტიის შეკრებას ქუთათელი ეპისკოპოსი იოანე გამრეკელიც დაესწრო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად