მეუფე პეტრეს პასუხი “სუჯუნის” სახლზე: ისეთ სტატუსს ნუ დაწერთ, დღეების ან წლების შემდეგ შეგრცხვეთ (ვიდეო)

ჭყონდიდელი ეპისკოპოსკი მეუფე პეტრე სოციალურ ქსელში მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს ვიდეომიმართვით პასუხობს.

მეუფის თქმით, “სუჯუნის” წმინდა გიორგი ტაძრის მიმდებარედ არსებული სახლი, რომელიც  1915 წელს აგებულია აკაკი ხოშტარიას მიერ, უნიკლაურია.  მისივე თქმით, “სუჯუნის” სახლში უნდა უნდა მოეწყოს აკაკი ხოშტარიას სახელობის მუზეუმი, ქართულ-ირანული ურთიერთობის კუთხე. ეს იქნება არასაეპისკოპოსო რეზიდენცია, არამედ კულტურული ცენტრი.

“მე ამ ადამიანებს ვურჩევდი, სტატუსებს როცა წერენ, ისე არ დაწერონ, რომ 10 დღის შემდედ, 1 წლის შემდეგ 10 წლის შემდეგ შეგრცხვეთ თავიანთი სტატუსის. ეს არის ჩვენი შეგნების დეფიციტი. პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ სტატუსებს”, -ამბობს მეუფე პეტრე.

ცნობისთვის, სოციალური ქსელი მომხმარებელმა ოთარ კობახიძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ცნობილი ქართველი მეცენატის, აკაკი ხოშტარიას მიერ აგებული სასახლე სუჯუნაში, (აბაშის რაიონი.) წარმოადგენს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს და აქამდე იმყოფებოდა სახელმწიფო კუთვნილებაში, თუმცა ამ უნიკალურ შენობას არ ექცეოდა სათანადო ყურადღება. ფბ- ით შევიტყვეთ საგანგაშო ინფორმაცია,რომ სასახლე გადასცეს საპატრიარქოს. ამჟამად შესულები არიან დედები,მოწოდებული ინფორმაციის თანახმად შენობას ამზადებენ მეუფის რეზიდენციისთვის. ჩამოხსნილია უნიკალური ბარელიეფები და მიმდინარეობს შენობის უხეში გადაკეთება. კატეგორიულად მოვითხოვ საქართველოს კულტურის სამინისტროსგან სასწრაფო, ქმედითი ზომების მიღებას ძეგლის გადასარჩენად ! გოგი ხოშტარია.“

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...