მეუფე პეტრე:მამა გიორგიმ შორენა თეთრუაშვილის ბინძურ საქმეებს დიდი დისკომფორტი შეუქმნა

კითხვაზე, ენდობით თუ არა იმ ვერსიას, რაც მთავარმა პროკურორმა გაასაჯაროვა,  ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე პეტრემ ტელეკომპანია "იმედთან" განაცხადა:

"მინდა სრულიად საქართველოს, ქართველ მრევლს და მილიონობით მლოცველს მივულოცო, რომ პატრიარქის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და ღვთის მადლით, ძალიან მალე ჯანმრთელი დაგვიბრუნდება საქართველოში.

რაც შეეხება ნდობის ფაქტორს, მინდა გითხრათ, რომ ძალიან უხერხულია რა ფაქტიც გაჟღერდა. მინდა გამოვხატო ჩემი პირადი მოსაზრება და თხოვნა ძალიან გულისყურით მოეკიდოს საგამოძიებო ორგანოები ამ ფაქტს, მაღალპროფესიონალი ადამიანები იყვნენ ჩართლნი, რამეთუ გაჟღერებულმა ინფორმაციამ გამოიწვია მთელს მოსახლეობაში საზოგადოებაში ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რო ხსენებული დეკანოზი გიორგი მამალაძე უკვე ორი წელია ხელმძღვანელობს საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურს და არსებულ კლინიკას, რომელთან მიმართებაშიც ბევრი კითხვის ნიშნები იყო კორუფციული გარიგებისა თუ ბევრი სხვადასხვა ფაქტისა.

ასევე ქონების მართვის სამსახურში სწორედ მამა გიორგის მიერ  იქნა აღმოჩენილი უამრავი  მამხილებელი საკითხი არსებული არასახარბიელო მდგომარეობის,

ეს ყველაფერი ჩემს მიერ არცთუ ისე დიდი ხნის წინ დახარისხებულ პრობლემას უკავშირდება და პრობლემას რუხი კარდინალის სახით…

ეს არის გაგრძელება და ის პრობლემა, რომელიც ქაოსური და ჩრდილოვანი სახით არსებობს საქართველოს საპატრიარქოში და ნებისმიერი საკითხის წამოწევა ხდება რაღაც პირველხარისხოვანი პრობლემის გადაფარვისთვის. ეს არის ჩემი პირადი აზრი.

ქალბატონი შორენა თეთრუაშვილი მართავდა ეკონომიკურ სამსახურს, ქონების მართვის სამსახურსაც, მანამ სანამ დაინიშნებოდა მამა გიორგი. რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი დისკომფორტი ამ ქალბატონს შეექმნა და მის ბინძურ საქმეებს, რომელიც წარმოჩნდა მამა გიორგის ამ სამსახურში ჩართულობის შემდეგ. აქედან გამომდინარე, მე მექნება თხოვნა სასჯელაღსრუების მიმართ და იმედია ეს ნაფიქრი ექნება ჩვენს ხელისუფლებას, რომ გააძლიერონ და ასევე პირად კონტროლზე აიყვანონ დაპატიმრებული დეკანოზის მდგომარეობა." – განაცხადა მეუფე პეტრემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...