მეუფე პეტრე: ვიცოდი, დუმილს თუ არ დავთანხმდებოდი, ყველაფერი ასე დასრულდებოდა, ისევ იგივე არჩევანს ვაკეთებ

“გუშინ მე ვიცოდი, რომ თუ არ დავთანხმდებოდი დუმილს, ეს ასე დასრულდებოდა. ასევე ისე ვაკეთებ არჩევანს”, – ასე უპასუხა გადაცემა “პირველების” კითხვას ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილმა მიტროპოლიტმა მეუფე პეტრემ იმაზე, რომ თუ ის გააგრძელებს აქტიურობას, ხომ ფიქრობს, რომ სინოდი სხვა გადაწყვეტილებას მიიღებს.

“ეს ბრძოლა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, სანამ ვინმე ჩაიბარებს ამას და ნიკოლოზ ბარათაშვილის მერანის პრინციპით ვმოქმედებ აქ. მე ვსაუბრობ იმაზე, რომ საპატრიარქოს და მის სამარცხვინო გარემოცვას არ მიეცეს სიცრუის საშუალება, რომლებიც გამოდიან და სიცრუეს ტირაჟირებენ. სიცრუეს ყოველთვის ვამხელ. არანაირი გარანტია არ არის იმისა, რომ ის უპასუხისმგებლო განცხადებები, უპასუხისმგებლო, აკრძალული და არაქრისტიანული ძალით ბრძოლა არ გაგრძელდება არა თუ ჩემს მიმართ, არამედ ზოგადად ქართული სახელმწიფოს მიმართ”, – განაცხადა მეუფე პეტრემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად