მეუფე პეტრე: თუ მეუფე გრიგოლის სურვილი იქნება, მზად ვარ მივეხმარო, რათა ეპარქია არ დაზარალდეს

“საბოლოო პასუხს ხვალ ველოდები ქორეპისკოპოსის მხრიდან, რომელიც შემპირდა, რომ პატრიარქს დაელაპარაკება”, – ამის შესახებ ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილმა მიტროპოლიტმა მეუფე პეტრემ გადაცემა “პირველებში” განაცხადა კითხვაზე, რომ ის არ აპირებს შიო მღვიმის მონასტერში წასვლას და მის მიერ შეთავაზებულ მონასტერზე პასუხს როდისთვის ელოდება.

“მაქსიმალურად ვეცდებით, რომ მეუფე გრიგოლს კომფორტი შევუქმნათ. გადაბარების პროცესი იმდენ ხანს გაგრძელდება, როგორც ამას დრო მოითხოვს, საინტერესო პროექტები გვაქვს. მზად ვარ მივეხმარო, რომ ეპარქია არ დაზარალდეს, თუ მისი მხრიდან თანხმობა იქნება”, – განაცხადა მეუფე პეტრემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად