მეუფე პეტრე: თუ გვარამიას დააკავებენ, ეს იქნება პლუს 1 პოლიტპატიმარი ქართული მართლმსაჯულებისთვის

ასე აფასებს ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე ტელეკოპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამიას გამოკითხვას.

“ყველაფერი არის შერჩევითი სამართალი და სადაც უდანაშაულო მღვდელი ზის ციხეში, მე არაფერს არ გამოვრიცხავ, მივესალმები იმ დამოკიდებულებას, რომ ბატონი ნიკა დარჩა საქართველოში და თანამშრომლობს გამოძიებასთან, თუ ღმერთი ამას დაუშვებს, იმის ძალასაც მისცემს, რომ ღირსეულად იყოს იქ, მაგრამ ეს იქნება პლუს ერთი პოლიტიკური პატიმარი საქართველოს მართლმსაჯულებისთვის” – განაცხადა მეუფე ფეპრემ “კურიერთან”.

ასევე, მეუფის თქმით, “როგორც აწ განსვენებული ერთ-ერთი დამფუძნებელი ეროსი კიწმარიშვილი ამბობდა, ფაქტობრივად, სიცოცხლის ბოლო დღეებში, როდესაც “რუსთავი 2-ზე” გინდათ მსჯელობა, ჯერ მე გამიხსენეთო. მე ვიტყოდი, რომ ჯერ უნდა გავიხსენოთ ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობა და უნდა იქნას სამართლიანად გამოძიებული და შემდეგ შეიძლება მხოლოდ “რუსთავი 2-ის” საქმესთან მიმართებაში სამართლიან განვითარებას ველოდოთ”.

ცნობისთვის, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის 9%-იანი წილის მფლობელმა ნინო ნიჟარაძემ პროკურატურაში სარჩელით მიმართა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით გვარამიას წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას მოითხოვა. ამის შესახებ განცხადება ნიჟარაძის ადვოკატამა გიორგი ყავლაშვილმა 2019 წლის 16 ივნისს გააკეთა.

2019 წლის 1 აგვისტოს, მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ რუსთავი 2”-იდან ფინანსური საბუთების და ელექტრონული ინფორმაციის ამოღებას იწყებს

დღეს გაირკვა, რომ გვარამიას ნიჟარაძის გარდა, პროკურატურაში პაატა სალიამაც უჩივლა 

ნიკა გვარამია პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გამოკითხა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...