მეუფე პეტრე: თუ ღმერთი ამას დაუშვებს და გვარამიას დააკავებენ, ძალასაც მისცემს, რომ ღირსეულად იყოს იქ

ამის შესახებ ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა მეუფე პეტრემ “კურიერთან” განაცხადა.

“ვიტყოდი, როგორც აწ განსვენებული ერთ-ერთი დამფუძნებელი ეროსი კიწმარიშვილი ამბობდა, ფაქტობრივად, სიცოცხლის ბოლო დღეებში, როდესაც “რუსთავი 2-ზე” გინდათ მსჯელობა, ჯერ მე გამიხსენეთო. მე ვიტყოდი, რომ ჯერ უნდა გავიხსენოთ ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობა და უნდა იქნას სამართლიანად გამოძიებული და შემდეგ შეიძლება მხოლოდ “რუსთავი 2-ის” საქმესთან მიმართებაში სამართლიან განვითარებას ველოდოთ. ისევე როგორც ვიტყოდი, რომ ხელისუფლების ცვლილების დროს ერთ-ერთი  წყალგამყოფი იყო ჩემთვის, მაგალითად, 9 თვის ბავშვის, ბარბარე რაფალიანცის გაუგებარ მდგომაროებაში გარდაცვალება და ამ საქმის არგამოძიება.

იქ, სადაც უკვე ორ წელზე მეტია, საპყრობილეში უდანაშაულო მღვდელი გვიზის ციხეში და ამდენი პოლიტპატიმარი, ძალიან რთულია, სახელმწიფოში, სადაც იგივე ციანიდის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულდა, ძალიან ძნელია, რაიმე მართლმსაჯულების კუთხით საიმედო მდგომარეობას ვპროგნოზირებდეთ.

ყველაფერი არის შერჩევითი სამართალი და სადაც უდანაშაულო მღვდელი ზის ციხეში, მე არაფერს არ გამოვრიცხავ, მივესალმები იმ დამოკიდებულებას, რომ ბატონი ნიკა დარჩა საქართველოში და თანამშრომლობს გამოძიებასთან, თუ ღმერთი ამას დაუშვებს, იმის ძალასაც მისცემს, რომ ღირსეულად იყოს იქ, მაგრამ ეს იქნება პლუს ერთი პოლიტიკური პატიმარი საქართველოს მართლმსაჯულებისთვის,“ – განაცხადა მეუფე პეტრემ.

ცნობისთვის, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის 9%-იანი წილის მფლობელმა ნინო ნიჟარაძემ პროკურატურაში სარჩელით მიმართა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით გვარამიას წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას მოითხოვა. ამის შესახებ განცხადება ნიჟარაძის ადვოკატამა გიორგი ყავლაშვილმა 2019 წლის 16 ივნისს გააკეთა.

2019 წლის 1 აგვისტოს, მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ რუსთავი 2”-იდან ფინანსური საბუთების და ელექტრონული ინფორმაციის ამოღებას იწყებს

დღეს გაირკვა, რომ გვარამიას ნიჟარაძის გარდა, პროკურატურაში პაატა სალიამაც უჩივლა 

ნიკა გვარამია პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გამოკითხა.

შეგახსენებთ,  2019 წლის 18 ივლისს სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამი, რომ “რუსთავი 2“-ის საქმეზე კონვენციის დარღვევა არ დადგინდა და შეჩერების მექანიზმი მოიხსნა. რითიც საქართველოს სამივე ინსტანციაში მიღებული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. რის შემდეგ იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრმა ქიბარ ხალვაში (60%) და შპს „პანორამა“ (40%)ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მესაკუთრედ დაარეგისტრირა.

იმავე დღეს, სააჯარო რეესტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული საბუთი, საიდანაც ირკვევა, რომ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის პარტნიორთა კრება გაიმართა. კრების გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამიაგათავისუფლდა ტელეკომპანიის დირექტორის თანამდებობიდან და დირექტორად პაატა სალია დაინიშნა.

რის შემდეგ, “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ 2010 წელს, მასსა და ხალვაშს შორის ბერლინში გაფორმდა შეთანხმება, რის მიხედვითაც ოქრუაშვილის მტკიცებით, ხალვაში „რუსთავი 2“-ში ფორმალური მმართველი უნდა ყოფილიყო. ასევე, ამბობს რომ შეთანხმება ხალვაშის მიერ არის ხელმოწერილი.

ირაკლი ოქრუაშვილი თქმით, “რუსთავი 2”-ის 100% წილი მან შეიძინა, რაშიც 7 მილიონი დოლარი გადაიხადა. მისივე თქმით, ქიბარ ხალვაში იყო მასთან აფილირებული პირი, ამიტომ ბუნებრივია წილები გადაუფორმა ქიბარ ხალვაშს თანხის მიღების გარეშე.

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის მფლობელმა, ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მოთხოვნით გუშინ მიმართა. ხალვაში ამბობს, რომ ოქრუაშვილის მხრიდან ყალბი დოკუმენტების გამოყენებით ადგილი აქვს ქონებრივი უფლების მიღების მცდელობას.

გაკეთებული განცხადებებიდან რამდენიმე დღეში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მაკა გველესიანმა “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერს ირაკლი ოქრუაშვილს 20 – 21 ივნისის საქმეზე აღთკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...