მეუფე პეტრე: თქვენი მთავარეპისკოპოსი იაკობი არის საქართველოს ეკლესიისთვის იარაღი ეშმაკის ხელში

თქვენი მთავარეპისკოპოსი იაკობი არის საქართველოს ეკლესიისთვის იარაღი ეშმაკის ხელში”-ამის შესახებ, მეუფე პეტრე ცაავამ “კურიერთან” საუბრისას განაცხადა.

პეტრე ცაავა აცხადებს, რომ ეს მორიგი შიშისა და პანიკის გამოვლინებაა მათ მიმართ, ვინც “საპატრიარქოში არსებულ უზნეობასთან დაკავშირებით ხმას იმაღლებენ”.

მისივე თქმით, ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი საქართველოს ეკლესიის მომაკვდინებელ ცოდვაში ჩაფლობას ემსახურება.

“ეს არის მორიგი გამოვლინება შიზოფრენიული შიშისა და ისტერიული პანიკისა იმ ადამიანების მიმართ, რომელიც ხმას იმაღლებენ საპატრიარქოში არსებული უზნეობის მიმართ და კერძოდ სვამენ შეკითხვებს პატრიარქის პირადი არაჯანსაღი დამოკიდებულების მიმართ, აი ამას ვუკავშირებ.

უსამართლობაა, იმის ნაცვლად, რომ ვებრძოლოთ პრობლემას, ვებრძვით პრობლების გამხმოვანებლებს. თავიც რომ მოგჭრა, მოჭრილი თავი იტყვის, რომ ეკლესია არის მამათმავლური ცოდვა, საჭიროა ამის აღმოფხვრა.

თქვენი მთავარეპისკოპოსი იაკობი არის საქართველოს ეკლესიისთვის იარაღი ეშმაკის ხელში. რაც უნდა დემონურ ძალებს, საქართველოს ეკლესიის მომაკვდინებელ ცოდვაში და ჭაობში ჩაფლა, აი მეუფე იაკობი ამას ასრულებს,” – განაცხადა მამა პეტრე ცაავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად