მეუფე პეტრე: სოდომის ცოდვა ეკლესიამ ჯერ თავის წიაღში უნდა დაამარცხოს

ამის შესახებ ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ(ცაავა) “კურიერთან” განაცხადა.

მეუფე პეტრე, გუშინ ვერის ბაღში ბიზნესმენ ლევან ვასაძის “კაცების აქციაზე”  ლგბტ თემის მიმართ გამოთქმულ მუქარის შემცველ განცხადებებს აფასებს და ამბობს:

“წამახალისებელია ამ მოვლენების ის ფაქტი, რომ ეკლესიამ თავის წიაღში არ გამოუცხადა ბრძოლა, მიუხედავად, ჯერ კიდევ 80-იან წლებში, ეროვნული მოძრაობუს ლიდერის, პირველი პრეზიდენტის,  ბატონ ზვიად გამსახურდიას წერილისა და მისი მოწოდებისა, რომ ეკლესიის წიაღში არის პრობლემები და სოდომური ცოდვის წინააღმდეგ შიგნით უნდა დაწყებულიყო ბრძოლა. დღესაც ვფიქრობ არ არის დაგვიანებულია და ადამიანები, საერონი თუ სასულიერონი, რომლებიც გამოდიან თითქოს უკომპრომისოდ ებრძვიან უზნეობას, უწმინდურობასპიდარასტიას, მამათმავლობის პროპაგანდას და უღმერთოებას ეს ადამიანები ამავე დროს არიან კომპრომისულ დამოკიდებულებაში ეკლესიის შიგნით წიაღში და არიან კომფორმისტები. აქედან გამომდინარე მათი სანდოობა ჩემთვის არ არის მაღალი ხარისხის,” -ამბობს მეუფე პეტრე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...