მეუფე პეტრე: სინოდის სხდომაზე მზაკვრული სცენარი მოამზადეს

“რა თქმა უნდა ველოდებოდი, რომ ჩემი საკითხი იქნებოდა მთავარი საკითხი, მაგრამ ეს იყო დაგეგმილი შეთანხმებული სცენარი, მზაკვრული სცენარი”, – ამის შესახებ ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა მეუფე პეტრემ “ტვ პირველის” გადაცემა “პირველებში” განაცხადა.

ჯერ უკანონობა იყო ის, რომ დღე-ნახევრით ადრე გავიგე, რომ სინოდის სხდომა იმართებოდა.

“რა თქმა უნდა ველოდებოდი, რომ ჩემი საკითხი იქნებოდა მთავარი საკითხი, მაგრამ ეს იყო დაგეგმილი შეთანხმებული სცენარი, მზაკვრული სცენარი. ჯერ უკანონობა იყო ის, რომ დღე-ნახევრით ადრე გავიგე, რომ სინოდის სხდომა იმართებოდა. თუ ჩემი საკითხი განიხილებოდა, მე როგორც სინოდის წევრს და მათი მხრიდან ბრალდებულს, მე უნდა მცოდნოდა, რომ განხილული იქნებოდა ჩემი საკითხი, მათ შორის ჩემი საჯარო განცხადებები და ა. შ. ეს იყო უკანონობა, მაგრამ ამ უკანონობაში ცხოვრობს და არსებობს საქართველოს ეკლესია უკვე ათეული წლებია. ეს არ არის მხოლოდ დღევანდელი პრობლემა.

განწყობა მქონდა და ველოდებოდი, რომ იქნებოდა მაპროვოცირებელი დამოკიდებულება, ან ჩემი დისკრედიტაცია და როგორც მინიმუმ ჩემი დასჯა წარმოადგენდა და ასეც მოხდა. მე ვიყავი განწყობით, რომ კომპრომისზე არ უნდა წავსულიყავი, პატივისა და ხარისხის შენარჩუნების მიზნით ჩემი ღირსება, სამართლიანობა და თავისუფლება არ უნდა დამეკარგა”, – განაცხადა მეუფე პეტრემ.

კითხვაზე, რაში გამოიხატებოდა მაპროვოცირებელი მოქმედებები? – მეუფე პეტრე პასუხობს:

“დაგეგმილი ჰქონდათ ეს, მათ იცოდნენ ჩემი დამოკიდებულება ჩემი ხასიათიდან გამომდინარე. მღვდელმთავრები ითხოვდნენ, რომ შენდობა მეთხოვა ჩემს საქციელზე. რასაც არანაირად არ ვთვლი. აუღელვებელი ღმერთი აღელდა სოდომსა და გომორში და მე რომ არ ვიყო აღელვებული ამ მოვლენებზე, არანაირად არ არის გამართლებული.

მაპროვოცირებელი ისიც იყო, როდესაც უპასუხისმგებლო, ყოფილი ქორეპისკოპოსი გამოდის და ამბობს, რომ მთელ მსოფლიოს დავარწმუნებ, მეუფე პეტრეს დანაშაულშიო და რაღაც სახელმწიფო გადატრიალებაა, პატრიარქის მკვლელობა, მილიონებზე მადანაშაულებს, რუსეთის აგენტობაზე და ა. შ. ეს ადამიანი მხოლოდ თავისი რიტორიკისა და გაუმართავი ლექსიკის გამო ითხოვს შენდობას და თურმე პატრიარქს აბარებს აღსარებას და ჩემს მიმართ ცილისმწამებელი, პატრიარქის აღსარებით ჩამოიწერა?. ეს როგორც მინიმუმ ცინიზმი იყო და როგორც მინიმუმ უპასუხისმგებლობა იყო აღმსარებლისა თუ აღსარების მიმღების მხრიდან. ორივე მხრიდან”, – განაცხადა მეუფე პეტრემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად