მეუფე პეტრე: სინოდის მეორე დღეს გაგრძელებას ვითხოვდი, სადაც ბრალდებას კანონიკური სამართლის ნორმებით დავამტკიცებდი ან დავისჯებოდი

ამის შესახებ ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილმა მიტროპოლიტმა “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “პირველები” განაცხადა.

“ეკლესიაში არსებული პრობლემების დამტკიცების საშუალება მე არ მომეცა. სინოდზე ვითხოვდი, რომ მეორე დღეს შევკრებილიყავით რჯულის კანონით. ამ პრობლემასთან მიმართებით ისევ ამ აზრზე ვრჩები, რომ ერთადერთი გამოსავალი აქ არის ის, რომ გარანტი იყოს რჯულის კანონი ამოქმედდება და კანონიკური სამართალი, ანუ საეკლესიო სასამართლოს ნორმებით. ანუ, მჯერა არმჯერას მარჩიელობით კი არ იქნება მსჯელობა, არამედ მოკვლელეული იყოს ფაქტები და ა. შ. მე არ მომეცა ამის საშუალება.

ვითხოვდი, რომ გაგრძელებულიყო სინოდის სხდომა, სადაც კანონიკური სამართლის ნორმებით დავამტკიცებდი ჩემს ბრალდებას, ან მე თვითონ დავისჯებოდი ამ ბრალდებით. ამ მძიმე ბრალდებით, მაგრამ ამ თემაზე სინოდის გაგრძელება არ ისურვა სინოდის თავმჯდომარემ, ამიტომ გამათავისუფლა სინოდის სხდომიდან. მე დავპირდი მას, რომ თუ ვერ შევჯერდებოდით, რომ მინიმუმ საეკლესიო სასამართლო მაინც იქნება, პირველი ნაბიჯები მაინც გადაიდგმება არსებული პრობლემების მოსაგვარებლად, თუ ამის მზაობა და ნება არ არსებობს, მაშინ ერთადერთი გზა რჩება, რომ გარედან გავაგრძელო მხილება. ჩემთვის რესურსი იყო საეკლესიო სამართლის ნორმებით მოქმედება ამ ბრალდებასთან მიმართებაში”, – განაცხადა მეუფე პეტრემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად