მეუფე პეტრე: სიმდაბლე ადამიანს აცხონებს, მაგრამ დამცირება ღირსების ხარჯზე არ უნდა მოხდეს

“ჩემს მომავალ გეგმასთან დაკავშირებით ვერაფერს მოგახსენებთ, ყოველ დღეს აქვს თავისი საზრუნავი,” – ამის შესახებ ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“სინოდის სხდომაზეც ავირჩიე რაღაც უკეთესი, ვიდრე თავი დამემცირებინა. სიმდაბლე ადამიანს აცხონებს, მაგრამ დამცირება ღირსების ხარჯზე არ უნდა მოხდეს.

მე ვებრძვი უსამართლობას, უზნეობას და ისინი პატრიარქს აყენებენ ასევე შეურაცხყოფას, როდესაც ამას აიგივებენ პატრიარქთან.

ჩემს მომავალ გეგმასთან დაკავშირებით ვერაფერს მოგახსენებთ, ყოველ დღეს აქვს თავისი საზრუნავი და ყოველი დღე გვაჩვენებს, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ ღვთისთვის სათნოდ,” – აღნიშნა ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად