მეუფე პეტრე: შემირცხვენია სინოდი, სადაც მეუფე იაკობს ეთქმის სიტყვა!

შემირცხვენია სინოდი, სადაც მეუფე იაკობს ეთქმის სიტყვა! -ამის შესახებ, ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ “ფორმულას” ეთერში განაცხადა.

” შემირცხვენია სინოდი, სადაც მეუფე იაკობს ეთქმის სიტყვა, ასევე შემირცხვენია სინოდი, რომელსაც თავმჯდომარეობს სოდომის ცოდვაში, ამ ცოდვის გამრავლებაში და ახალგაზრდა ადამიანების გახრწნაში, ბრალდებული მაღალი იერარქი.

შემირცხვენია სინოდი, რომელიც არ აღიარებს, რომ ადამიანი, სასულიერო პირი რომელიც არ დაემონა ამ გახრწინელებას სხავდასხვა ინტრიგებით დღეს ციხეშია, საპატიმროშია ამ მიზეზის გამო.

შემირცხვენია სინოდი, რომელსაც სჯერა რომ პრეზიდენტს მიმართა შეწყალების თხოვნით და მან ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. შემირცხვენია სინოდი, რომელმაც სამი წლის წინ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ციანიდის საქმეზე შექმნიდა კომისიას და რომ ეს კომისია საეკლესიო კანონით შეისწავლიდა მამა გიორგის ბრალეულობას.”-აცხადებს მეუფე პეტრე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად