მეუფე პეტრე: საპატრიარქოს დღემდე არ შეუფასებია, რატომ დავუშვით 2013 წლის 17 მაისს დიდი შეცდომა

საპატრიარქოსგან სულიერად ამაღლებული პოზიციის დაკავება შესაძლებელი იყო, – ამის შესახებ ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა მეუფე პეტრემ (ცაავა) გადაცემა “რეაქციაში” საპატრიარქოს იმ განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც საპატრიარქომ “თბილისი პრაიდთან” დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ გააკეთა.

“საპატრიარქოს განცხადების შეფასებას აღარ დავიწყებ. მიმაჩნია, რომ სულიერად ამაღლებული პოზიციის დაკავება შესაძლებელი იყო. მეტი სანდოობა რომ ყოფილიყო ერში და ერთსულოვანი ყოფილიყო ეკლესია ამ პოზიციაში, როცა ამოდენა განსაცდელია… ეს არ არის მსუბუქი განსაცდელი. მიმაჩნია, რომ სინოდის დონეზე უნდა გაკეთებულიყო განცხადება სიბრძნით და მშვიდობისმყოფელობით, რაც ყოველ შემთხვევაში აზრთა სხვადასხვაობას მაინც არ გამოიწვევდა და ეცოდინებოდა ქართველ მრევლს, რომ ეს არის ერთსულოვანი პოზიცია საქართველოს დედაეკლესიისა და სინოდისა.

ავიღოთ თუნდაც 2013 წლის 17 მაისი, სადაც დიდი შეცდომა მოხდა, რომელიც თითქოს საპატრიარქოს ორგანიზებული იყო და დღემდე უპასუხისმგებლო თავის მართლებებს ვისმენთ. წმინდა სინოდს დღემდე არ უმსჯელია და არ შეუფასებია, რატომ დავუშვით ეს შეცდომა”, – განაცხადა მეუფე პეტრემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად