მეუფე პეტრე: საპატრიარაქოს სახით უნდა დასრულდეს საბჭოთა მემკვიდრეობა საქართველოში!

“პირველ რიგში გაირკვეს ჩემი უკანონო დასჯის საკითხი”-მეუფე პეტრემ გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ განაცხადა, რომ აუცილებლად უნდა გაირკვეს მისი უდანაშაულობის საკითხი.

” მე თითონ ვითხოვდი მთელი წლის განმავლობაში და მთელი წელი სინოდი არ ჩატარებულა. სხვა ბევრი პრობლემური საკითხი იყო 2019 წლის მიჯნაზე გაზაფხულიდან შემოდგომამდე. ახლა ვითხოვ, პირველ რიგში გაირკვეს ჩემი უკანონო დასჯის საკითხი. მივწერე ქორეპისკოპოსს, რომ პატრიარქმა ჩაიდინა კანონდარღვევები და ჩემი დასჯა მოხდა კანონდარღვევით.

შემდეგ ვითხოვ ჩემს მიერ წაყენებული ბრალდების წაყენებას, ამას ვითხოვ და ამას მოვითხოვ სანამ სული მიდგას. ამას ითხოვს ჯანსაღი ნაწილი ქართული საზოგადოების. მათ უნდა იცოდნენ ვინ თავმჯდომარეობს ქართულ სინოდს, რომელსაც დიდი გავლენა აქვს. პატრიარქისა და საპატრიარაქოს სახით უნდა დასრულდეს საბჭოთა მემკვიდრეობა საქართველოში“, – განაცხადა მეუფე პეტრემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად