მეუფე პეტრე: სამწუხაროდ, პატრიარქი ჩემთვის სინოდისა და ეკლესიის მიმთვისებლად წარმოჩინდება

ამის შესახებ ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილმა მიტროპოლიტმა მეუფე პეტრემ გადაცემა “პირველებში” განაცხადა.

“მღვდელმთავრების მხრიდან გამოსარჩლებას არანაირად არ ველოდებოდი, მაგრამ ის, რომ პატრიარქმა დაამტკიცა, რომ ის ფლობს კონტროლს საპატრიარქოში. მე ვიტყოდი, რომ მას აქვს შენარჩუნებული უნარები, რომ ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილება. მღვდელმთავრები ამბობდნენ, რომ ჩვენ დავეთანხმეთო, მაგრამ ეს საკითხი არ ყოფილა კენჭისყრაზე. ჩემი შეფასებით, ეს იყო მისი ერთპიროვნული გადაწყვეტილება, მღვდელმთავრები ამბობენ, რომ ერთსულოვნად დავეთანხმეთო. არ აქვს მნიშვნელობა, რადგან ეს იყო წინასწარ შემუშავებული, დადგმული სცენარი. პატრიარქს აქვს ამის ნიჭი, რომ მიზანს მიაღწიოს. პატრიარქი არის, როგორც ეკლესიისა და სინოდის მიმთვისებელი, სამწუხაროდ ჩემთვის ასეთ პერსონაჟად წარმოჩინდება პატრიარქი”, – განაცხადა მეუფე პეტრემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად