მეუფე პეტრე: რუსეთი გვეუბნება აფხაზეთი და ცხინვალი წართმეულია, ამაზე ნუ მესაუბრებითო… რაზე უნდა ველაპარაკოთ?!

ამის შესახებ ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა მეუფე პეტრე ცაავამ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში პირველები განაცხადა.

“რუსეთი ოცნებობს, რომ რაღაც მოდელირებული ფორმით მაინც აღადგინოს საბჭოთა კავშირი და ფაქტობრივად მის დანგრევას ტრაგედიად აღიქვამს. რუსეთს წართმეული აქვს ჩვენი ორი შვილი – აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი და ჩვენ რაზე უნდა ვესაუბროთ?! გვეუბნება, რომ ეს უკვე წართმეულია და ამაზე ნუღარ მესაუბრებით. მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრი, ასევე სხვა პოლიტიკური სახეები და გავლენიანი პირები. ვისაუბროთ დარჩენილ ტერიტორიაზე და განვითარებაზე. რომელ განვითარებაზე? ან აფხაზეთი როგორ განავითარა, ან ცხინვალი, ან მოსკოვს იქით რა აქვს განვითარებული?

რაზე უნდა ველაპარაკოთ? აღარ ვახსენოთ აფხაზეთი და ცხინვალი, აღარ ვახსენოთ ოკუპაცია. რა თქმა უნდა ველაპარაკოთ ჩვენი მეგობრებისა და პარტნიორების ჩართულობით. უნდა მოვიფიქროთ გარანტია რა შეიძლება იყოს. ვესაუბროთ და რაღაც ნაბიჯი გადაიდგას ამ მოლაპარაკებებში”, – განაცხადა მეუფე პეტრემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად