მეუფე პეტრე: ყველაზე მეტად ფესვგადგმულია საბჭოთა რეჟიმის მენტალობა დღევანდელ საეკლესიო მმართველობაში

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან უერთიერთობის სამსხურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ წმინდა სინოდის სხდომა უახლეს დღეებში უნდა გაიმართოს, სადაც განსახილველი თემა “დავით გარეჯის” საკითხი იქნება.

აღნიშნულის პარალელურად, ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი ხელმძღვანელი, მეუფე პეტრე ცაავა ტვ “ფორმულასთან” საუბარში აცხადებს, რომ სინოდის სხდომა 14 ოქტომბერს, არა უგვიანეს ოქტომბრის შუა რიცხვებისა უნდა ჩატარდეს.

როგორც მეუფე პეტრე განმარტავს, სინოდის სხდომა უნდა იყოს გამჭვირვალე, სადაც მედიამ მასზე დასწრება უნდა მოითხოვოს.

“აქედან ჩანს, რომ ყველანაირი კრიტიკული, განსხვავებული, სამართლიანი და მამხილებელი აზრი – იდევნება. რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო ყველაზე მეტად საბჭოთა სისტემაა. ყველაზე მეტად ფესვგადგმულია საბჭოთა რეჟიმის მენტალობა დღევანდელ საეკლესიო მმართველობაში. ის რომ მღვდელმთავრება რეპლიკის სახით აღიარეს, რომ სინოდი უნდა შეიკრიბოს და იქ უნდა მოხდეს ასეთი საკითხების განხილვა სამართლიანია. რჯულის კანონის თანახმად მეორე სინოდი უნდა ჩატარდეს 14 ოქტომბერს, ან ოქტომბრის შუა რიცხვებში. ასევე, უნდა იყოს გამჭვირვალე და მედიამ დასწრება უნდა მოითხოვოს”, – ამბობს მეუფე პეტრე ცაავა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად