მეუფე პეტრე: პროსვიტერი გიორგი, მეუფე იაკობი და მეუფე თეოდორე, შორენას “ოქროს თევზები” არიან

ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე(ცაავა) ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან აცხადებს, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი ზეგავლენას ახდენს სასულიერო პირების ნაწილზე, რომლებსაც "ოქროს თევზებს" უწოდებს.

"შორენა თეთრუაშვილის სიტყვებით რომ ვთქვათ, "ოქროს თევზს" ეძახის რამდენიმე სასულიერო პირს, ანუ მისი დავალების კარგად შემსრულებლებს. ესენი არიან პროსვიტერი, ქორეპისკოპოსი და რამდენიმე ადამიანი, მათი ჩამოთვლა უხერხულია, თუმცა თვითინ იციან… 

პირველ რიგში ქორეპისკოპოსი თეოდორე, რომელიც ფინანსურ საკითხებში ყველაზე მეტად არის ჩართული. პროტოპრესვიტერი გიორგი, სამწუხაროდ ქორეპისკოპოსი იაკობი, თუმცა მეუფე იაკობი არის პატრიოტი ადამიანი. ვფიქრობ, შეცდომაშია შეყვანილი და ჩართულია ამ ქალბატონის მიერ დაწყებულ ინტრიგებში. ჩემი პირადი აზრია, უნებლიე თანამონაწილეა", – განაცხადა მეუფე პეტრემ.  

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...