მეუფე პეტრე: პატრიარქს ღვთის შიში აქვს დაკარგული და ამიტომ მიწიერი მდგომარეობის დაკარგვის ეშინია

მეუფე პეტრეს განცხადებით, პატრიარქს ღმერთთან შეხვდერის შიში აქვს დაკარგული და იმ მიწიერი პატივის დანგრევის ეშინია, რომელიც მან საქართვლოში 42 წლის განმავლობაში საბჭოთა მემკვიდრეობით შექმნა.

ამის შესახებ მეუფე პეტრემ “ტვ პირველს” დასმული შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა, სადაც გამოეხმაურა თორნიკე მამალაძის შეფასებას, რომ პატრიარქს და სინოდის წევრებს, დეკანოზ გიორგი მამალაძის თავისუფლების ეშინია.

“პატრიარქს ღვთის შიში აქვს დაკარგული იმის მიუხედავად, რომ ღრმა მოხუცებულობაშია, მას ღმერთთან შეხვედრის შიში აქვს დაკარგული და ამიტომ მას მიწიერი მდგომარეობის დაკარგვის ეშინია. იმ პატივის, იმ კერპის დანგრევის ეშინია, რომელიც მან 42 წლის განმავლობაში, საქართველოში შექმნა საბჭოთა მემკვიდრეობით. ამის დაკარგვის ეშინია”-განაცხადა მეუფე პეტრემ.

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულის დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმის თორნიკე მამალაძის შეფასებით, ის, რომ პრეზიდენტის მიერ საშობაოდ გამოცემულ შეწყალების აქტში დეკანოზი არ მოხვდა, პატრიარქის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა.

“კათოლიკოს-პატრიარქს ეშინია ჩემი ძმის. ილია მეორეს დანაშუალი აქვს ჩემი ძმის მისამართით. იცის რომ ჩემი ძმის განთავისუფლების შემთხვევაში აპირებდა წმ სინოდზე თუ ღია ეთრში ამ თემებზე საუბარს.

ამიტომ, ილია მეორე არის შეშინებული. ჩემი ძმა დატოვა საპყრობილეში. არ არის მწყემსი კეთილი. ის არის ეკლესიის თავზე მოკალათებული პიროვნება, რომელიც საკუთარი მიზნებისთვისიყენებს დედა ეკლესიას.

ჩვენ გავაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას. ეს არ იქნება ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა, როგორც პრეზიდენტმა მის შედღეს განაცხადა”,-ამბობს თორნკიე მამალაძე.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლემ, ბესიკ ბუგიანიშვილმა 1 სექტემბერს დაასრულა ათტომეული ე.წ ციანიდის საქმის არსებითი განხილვა და 2017 წლის 5 ოქტომბერს საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა. სასამართლომ საქმეში ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ სცნო და მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად