მეუფე პეტრე: პასუხისმგებლობას პატრიარქს ვაკისრებ, მეუფე იაკობი საპატრიარქოს ბინძური ამბების შემსრულებელ-გამხმოვანებელია

ამის შესახებ ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა მეუფე პეტრემ “tvპირველთან” განაცხადა.

“ბოლო წლების განმავლობაში ქორეპისკოპოსს იაკობს არაერთგზის გაუკეთებია უპასუხისმგებლო განცხადებები და დაუბრკოლებია მორწმუნე საზოგადოება. მაგრამ, ამის საპასუხოდ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ზაფხულში, ბოდბეში, წმინდა ნინოს ტაძრის კურთხევაზე ის დააჯილდოვა, აიყვანა ხარისხში და თქვა, რომ ის ასრულებდა ჩემს დავალებებს.

აქედან გამომდინარე, ამ ლოგიკით სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქს ვაკისრებ პასუხისმგებლობას და დღესაც ვთვლი და არ გამოვრიცხავ, რომ საპატრიარქოს ბინძური დავალებების შემსრულებელი და გამხმოვანებელია. რამეთუ დამარცხდნენ ციანიდის საქმეში, საზოგადოება ვერ მოატყუეს და მთელმა ქართველმა ერმა იცის, რომ უდანაშაულო მღვდელი არ არსებული ციანიდით იხდის 9 წლიან სასჯელს” – განაცხადა მეუფე პეტრემ.

შეგახსენებთ, მეუფე იაკობის თქმით, “ციანიდის საქმეში” მეუფე პეტრეს გარდა, ზოგიერთი ბიზნესმენიც იყო ჩართული, ბიძინასთან რომ არის უშუალოდ დაკავშირებული…

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად