მეუფე პეტრე: მეუფე იაკობის მუქარა ღიმილის მომგვრელია, სულიერი მდგომარეობა – საგანგაშო

ასე პასუხობს ჭყონდიდის ყოფილი მმართველი მეუფე პეტრე, ბოდბელი ეპისკოპოსის, მეუფე იაკობის გაკეთებულ განცხადებას.

„პირად ჩემთვის ღიმილის მომგვრელია მისი(მეუფე იაკობი) მუქარა, ხოლო მისი სულიერი მდგომარეობა რა თქმა უნდა საგანგაშოა. მისი საქციელი, გამოხტომები, ზოგადად მისი სახე, როგორც იერარქისა მიმაჩნია, რომ ეს არის დამაზიანებელი ეკლესიისთვის და მართლმადიდებლური სამყაროსთვის და შესაბამისად ის სრულებს ბოროტი ძალების დავალებას. სიმართლისთვის დასჯა არის წყალობა, შესაბამისად ჩემთვის ეს უფრო მეტი წყალობა იქნება და მეტი გვირგვინი” განაცხადა მეუფე პეტრემ “tvპირველთან”.

 

შეგახსენებთ, მეუფე იაკობმა განაცხადა: ყველაფერს ფაქტებით ვიტყვი, ისე კი არა პეტრე რომ ჭორაობს ქალივით

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად