მეუფე პეტრე მეუფე იაკობაზე: რატომ არ შეასრულა სიტყვა და რატომ არ ჩამოაგდო გახარია?!

“მე მადანაშაულებენ, რომ ჩემს პოზიციებს გამოხატავდი საჯაროდ და შეუგუებლობას და თავადაც იგივეს აკეთებენ. ასეთი სულმოკლეები აღმოჩნდნენ”, – ასე ეხმაურება “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “რეაქცია” ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი წინამძღოლი მეუფა პეტრა ცაავა ბოდბელი ეპისკოპოსის მეუფე იაკობის ქადაგებას, რომელმაც მეუფეებს ჩარევა მოწოდა პოლიტიკურ პროცესში და თქვა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში სამოქალაქო ომის საფრთხეა.

“ახლა რატომ არ ხდება “პრივატულად” წინასაარჩევნოდ ეპისკოპოსებს შორის შეთანხმება?! მაგრამ რა უნდა ვისაუბროთ, როცა რამდენიმე დღის წინ უპირატეს მღვდელმთავარს ქადაგება შეაწყვეტინეს, როდესაც მას უნდოდა 2 სიტყვა ეთქვა მეუფე პეტრეს დამსახურებებზე ეპარქიაში. აქაც კი ასე დაპატარვდნენ და სულმოკლეობაა. მეუფე იაკობის ეს განცხადებაც პოლიტიკური ინტრიგაა და პოპულიზმი.

ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ საქართველოს არსებული ხელისუფლება არ არის მზად იმ დონის დემოკრატიისთვის, რომ მარცხი აღიაროს და უნდა აირჩიოს ბელარუსის დიქტატორის ლუკაშენკოს გზა. აანონსებს  ჩვენი მღვდელმთავარი წინასწარ ვიღაცასთან შეთანხმებით, რომ სამოქალაქო ომისკენ წავა პროცესი”, – განაცხადა მეუფე პეტრემ.

კითხვაზე, თქვენ ამბბობთ, რომ მეუფე იაკობს ხელისუფლებამ გააკეთებინა გზავნილი. რა ათქმევინა? ის, რომ ეპისკოპოსები უნდა ჩაერთნონ “ოცნების” მხარდასაჭერად? ეს გაიგეთ თქვენ?

“ყოველ შემთხვევაში ოპოზიციის მხარდაჭერის გამბედაობაც არ აქვს მას და არც…” – აცხადებს მეუფე პეტრე.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, რატომ, ხომ იძახდა, რომ გახარია რუსეთის კაცია? – მეუფე პეტრე ასე პასუხობს:

“მერე რა გააკეთა? რატომ არ ჩამოაგდო და თავისი სიტყვა რატომ არ შეასრულა? ან რატომ არ ინანიებს. ან საერთოდ ქუდი რატომ არ დაიხურა და როგორ არ სრცხვენია, რომ დღემდე კიდევ გამოდის და მოწოდებებს აკეთებს. როგორ არ სრცხვენია, რაც გააკეთა მთვრალმა მეუფემ” – განაცხადა მეუფე პეტრემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად