მეუფე პეტრე: “მე სადაც ვიცხოვრებ, ჩემი პირადი კანონებით ვიცხოვრებ”

ჭყონდიდის ყოფილმა მღვდელმთავარმა, მეუფე პეტრემ, მარტვილის მუნიციაპლიტეტის, სოფელ ინჩხურში მდებარე წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის მონასტერში მოსანანიებლად დარჩენაზე, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორისგან უარი მიიღო.

თუმცა, როგორც მეუფე პეტრემ ჟურნალისტებთან განაცხადა, ის არ აპირებს საქართველოს წმინდა სინოდის გადაწყვეტილებას დაემორჩილოს და მოსანანიებლად შიომღვიმის მამათა მონასტერში წავიდეს.

“საპატრიარქოდან დამიკავშირდა ქორეპისკოპოსი, მიტროპოლიტი თეოდორე და გადმომცა კათოლიკოს-პატრიარქის დანაბარები, აზრი, რომ მე ვფიქრობ, რომ უმჯობესია წავიდეს ეპარქიიდან სხვაგანო…

სავარაუდოდ, ხვალ გამოაგზავნიან კომისიას, რომელიც ჩვენს წარმომადგენლებთან გააკეთებს ინვენტარიზაციას და გადაიბარებენ ეპარქიას.

“შიომღვიმეში” არ მივდივარ. სავარაუდოდ თბილისში წავალ. მე სადაც ვიცხოვრებ იქ ვიცხოვრებ ჩემი პირადი კანონებით. როგორც ბერს მაქვს ჩემი პირადი კანონები და ღვთისთვის სათნოდვიცხოვრებ ” – განაცხადა მეუფე პეტრემ.

შეგახსენებთ, საქართველოს წმინდა სინოდმა ჭყონდიდის მიტროპოლიტ მეუფე პეტრეს  აუკრძალა მღვდელმოქმედება, გაანთავისუფლა ეპარქიის მმართველობისა და წმინდა სინოდის წევრობისაგან და გამწესა შიო მღვიმის მონასტერში მოსანანიებლად. 

მეუფე პეტრემ უარი განაცხადა “შიო მღვმის”მონასტერში წასვლაზე და პატრიარქს თხოვნით მიმართა, დაეტოვებინა მარტვილის ეპარქიაში, წმინდა აბროსი ხელაიას სახელობის მონასტერში, რაზეც დღეს უარი მიიღო.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად