მეუფე პეტრე: “მაქვს ვარაუდი, ციანიდის საკითხი დაიგეგმა მეუფე იაკობის ჩართულობით”

ასე პასუხობს ჭყონდიდელი ეპისკოპოსი მეუფე პეტრე, ბოდბელი ეპისკოპოსის, მეუფე იაკობის დღეს გაკეთებულ განცხადებებს.

“აშკარად ნასვამ მდგომარეობაში  იყო. უფრო მეტი, გავეშებულის ბოდვაზე ცოტა უხერხულია კომენტარის გაკეთება. მე პირადად არათუ პრემიერის კაბინეტში, კანცელარიაშიც კი არ ვყოფილვარ. მე მგონი არასდროს ვარ ნამყოფი.

გამოვთქვამ ვარაუდს, რომ ციანიდის საკითხი დაიგეგმა მეუფე იაკობის ჩართულობით. ხელისუფლება შეიყვანა შეცდომაში შიდა დაპირისპირებისათვის. ფაქტიურად გამოყენებული იქნა ციანიდის სცენარი. რაც მიზნად ისახავდა პატრიარქის დაცვის უფროსის და მამა გიორგის, რომელიც ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი იყო, შემდეგ მოდგილე, მათ ჩამოშორებას და  გარიდებას საქართველოს საპატრიარქოდან.

ჯერ კიდევ შარშან ზაფხულში მივმართე წმინდა სინოდს უღირსი სასულიერო პირების საკითხი შესწავლილიყო და განხილულიყო. სამწუხაროდ, დღემდე ეს საკითხი არ დადგა, მაგრამ აუცილებლად დადგება დღის წესრიგში. რაც დაიწყება მაღალი იერარქიიდან და არა დაბალი…

პროკურატურისგან ველოდები აღიარებას და მონანიებას  ცინიდის საქმეში დაშვებულ შეცდომებზე და ზოგადად ერის წინაშე დაშვებულ მავნებლობაზე” – განაცხადა მეუფე პეტრემ “რუსთავი 2” – თან.

შეგახსენებთ, მეუფე იაკობის თქმით, “ციანიდის საქმეში” მეუფე პეტრეს გარდა, ზოგიერთი ბიზნესმენიც იყო ჩართული, ბიძინასთან რომ არის უშუალოდ დაკავშირებული…

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად