მეუფე პეტრე: ჯერ მარტვილის ტერიტორიაზე ჩატარდება ინვენტარიზაცია, შემდეგ აბაშის

ჭყონდიდის ეპარქიის რეზიდენციაში დღეს სამუშაო ჯგუფმა შეხვედრა დაასრულა. იგი მუშაობას ხვალ გააგრძეებს. შეხვედრის შემდეგ კომენტარები გააკეთეს ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილმა და ამჟამინდელმა მმართველებმა.

“დავწერეთ გეგმა, ვენდობით ერთმანეთს. ყველაფერი იქნება აღწერილი.”- განაცხადა ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა.

მეუფე პეტრეს განცხადებით, კომისიაში ირიცხება იღუმენია თამარ გამყრელიძე, მამა ანდრია სარია და სხვა კომპეტენტური პირები.

“სამუშაო გეგმა შედგა, ჯერ მარტვილის ტერიტორიაზე, ჩატარეება ინვენტარიზაცია, შემდეგ აბაშის. აბაშის წარმომადგენელი არის კომისიის წევრი. მე ბოლომდე არ დაველოდები, აქ კომისია იმუშავებს, ნდობით აღჭურვილი. მე დავტოვებ ეპარქიას უახლოეს დღეებში ან საათებში. ძალიან მინდა წავიდე არაოფიციალურად და ამ თემაზე შეკითხვა არ დამისვათ. გადავწყვიტე, საქართველოში ვიქნები,”- განაცხადა ჭყონდიდის ყოფილმა მმართველმა, მეუფე პეტრემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად