მეუფე პეტრე: ივანიშვილთან ჩემი შეხვედრა არ უკავშირდებოდა არჩევნებს, ეს იყო ვაჭრუკანა პოლიტიკოსების შეფასებები

პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან ჩემ შეხვედრას არანაირი კავშირი არ ჰქონდა შუალედურ არჩევნებთან – ამის შესახებ ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილმა მმართველმა მეუფე პეტრემ გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.

„ჩემთან მისი მოსვლა არანაირად არ უკავშირდებოდა შუალედურ არჩევნებს, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობდა. ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, არანაირი კავშირში არ იყო არჩევნებთან.  ეს იყო მხოლოდ ვაჭრუკანა, კარიერისტი პოლიტიკოსების ცილისმწამებლური შეფასებები, რომლებსაც თავად ვერ წარმოუდგენიათ შეხვდნენ ბიძინა ივანიშვილს ან რომელიმე შეძლებულ ადამიანს და რაღაც ხელსაყრელი მატერიალური ინტერესი არ გაუჩნდეთ მათ მიმართ. ანუ, თვითონ არიან ასეთები და ამიტომ მიაჩნიათ, რომ ეკლესიაში, მეუფე პეტრესაც, რაღაც საკუთარი საზომით უნდა მიუდგნენ“ – განაცხადა მეუფე პეტრემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად