მეუფე პეტრე: ივანიშვილისგან მივიღე პირობა, რომ ზვიად გამსახურდიას მკვლელებს დაასახელებდა-წლის ბოლომდე ველოდები პასუხს

ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილმა მმართველმა მეუფე პეტრე აცხადებს, რომ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული  საქართველოს“ დამფუძნებელს და თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან ჩემს შეხვედრას არანაირი კავშირი არ ჰქონდა შუალედურ არჩევნებს.

მეუფე პეტრეს თქმით, შეხვედრისას ივანიშვილისგან მიიღო პირობა, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მკვლელებს დაასახელებდა.

„ჩემთან მისი მოსვლა არანაირად არ უკავშირდებოდა შუალედურ არჩევნებს, რომელიც ზუგდიდი მუნიციპალიტეტში მიმდინარეობდა. ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, არანაირ კავშირში არ იყო არჩევნებთან.

ეს იყო მხოლოდ ვაჭრუკანა, კარიერისტი პოლიტიკოსების ცილისმწამებლური შეფასებები, რომლებსაც თავად ვერ წარმოუდგენიათ შეხვდნენ ბიძინა ივანიშვილს ან რომელიმე შეძლებულ ადამიანს და რაღაც ხელსაყრელი მატერიალური ინტერესი არ გაუჩნდეთ მათ მიმართ. ანუ, თვითონ არიან ასეთები და ამიტომ მიაჩნიათ, რომ ეკლესიაში, მეუფე პეტრესაც რაღაც საკუთარი საზომით უნდა მიუდგნენ.

აბსოლუტურად, ერისა და ღვთის წინაშე ვარ პირნათელი, რაც მე ვთხოვე, მიმდინარე პროცესების გაჯანსაღება, ასევე ვთხოვე დავით აღმაშენებლის, რომელმაც რუის-ურბნისის კრება ჩაატარა, ეს წიგნი ახალ გამოცემული წაეკითხა. ასევე მივიღე პირობა, რომ ზვიად გამსახურდიას, პირველი პრეზიდენტის მკვლელებს დაასახელებდა და დღემდე ველოდები, ამ წლის ბოლომდე ამ პირობის შესრულებას. სულ ეს იყო“-  – ამის შესახებ მეუფე პეტრემ გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად