მეუფე პეტრე: იმედი მაქვს, უფალი არ დაუშვებს იმ დიდ სირცხვილს, რასაც ჰქვია “ბარიგობა”

“იმედს ვიტოვებ რომ უგუნურად და უღმერთოდ არ დარჩებიან კანონმდებლები და არ დაუშვებენ მძიმე გამოუსწორებელ შეცდომას”- ამის შესახებ მეუფე პეტრემ გადაცემა “თავისუფალ სივრცეში” სტუმრობის დროს განაცხადა.

“იმედს ვიტოვებ, რომ უგუნურად და უღმერთოდ არ დარჩებიან კანონმდებლები და არ დაუშვებენ მძიმე გამოუსწორებელ შეცდომას და ცოდვის ქვეშ არ ჩაიგდებენ თავს. თუ მაინც იქნება მცდელობა, იქნება მხოლოდ ამორალური საქციელი, შესაბამისად შეფასდება როგორც ამორალური საქციელი, მას დაერქმევა თავისი სახელი.

დანარჩენს, რა თქმა უნდა, მივანდობთ უფალს, რომელიც მეფობს და რომელიც განაგებს ყველა ხელისუფალს და რომლის ხელშიც არის ვადები ყველა ხელისუფლებისა, მიუხედავად იმისა რომ მისი დაშვების გარეშე არ არსებობს მმართველობა, ბოლო სიტყვას ამბობს უფალი და ბოლო წერტილსაც მმართველობისას სვამს უფალი.

იმედი მაქვს, უფალი არ დაუშვებს იმ დიდ სირცხვილს, რასაც ჰქვია ვაჭრობა ნარკოტიკებით, მე არ მომერიდება ამ სიტყვის თქმა, რომელსაც ქვია სამარცხვინოდ, ბავშვობიდან იყო შეურაცხმყოფელი სიტყვა, ბარიგობა, როდესაც ადამიანები ყიდნნენ ნარკოტიკულ საშუალებებს და სხვისი უბედურების, ოჯახების უბედურების და სიკვდილის ხარჯზე მდიდრდებოდნენ.

ჩვენ არ უნდა დავუშვათ ბუნებრივია, გაჭირვების დროს, როგორც არ უნდა ვჭამოთ ძაღლის ხორცი, ასევე გაჭირვების დროს არ უნდა მოვინდომოთ ცოდვით გამდიდრება და ქვეყნის ეკონომიკის განვითარება”-განაცხადა მეუფე პეტრემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად