მეუფე პეტრე: გამოვდივარ ინიციატივით, სინოდის შემდეგი სხდომა ღია ეთერში ჩატარდეს

“ეკლესიაში ჩაბუდებული ქვაბ-ავაზაკთა” ყოველთვის ეცდებიან საზოგადოების მოტყუებას”,-ამის შესახებ, მეუფე პეტრემ, მთავარ არხთან საუბრისას განაცხადა.

მეუფე პეტრე ცაავა სინოდის სხდომის ღია ეთერში ჩატარების ინიციატივით გამოდის.

“ვინაიდან მე ვისმენ მღვდელმთავრების, სინოდის წევრების ბევრ სიცრუეს და ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს, გამოვდივარ ინიციატივით, რომ მომდევნო სინოდის სხდომა ჩატარდეს ღია ეთერში. არის პრეცედენტი. კრეტის კრება ჩატარებულა ღია ეთერში. ე.წ ლაივში გადიოდა მთელი კრება რამდენიმე დღის განმავლობაში.

აქედან გამომდინარე, სანამ სინოდის სხდომა არ ჩატარდება ღია ეთერში და კამერები არ დაიდგმევა, “ეკლესიაში ჩაბუდებული ქვაბ-ავაზაკთა” ყოველთვის ეცდებიან საზოგადოების მოტყუებას”- ამბობს მიტროპოლიტი.

შეგახსენებთ, სინოდის სხდომაზე, მეუფე პეტრეს მღვდელმთავრის სტატუსი შეუჩერდა.

ამასთან ერთად გაირკვა, რომ სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძეს პრეზიდენტთან შეწყალებაზე უშუამდგომლებს.

მეუფე პეტრე ცაავას თქმით, ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად