მეუფე პეტრე: ძალიან ვწუხვარ, პრემიერს პატიოსან და მორწმუნე ადამიანად ვიცნობდი!

"რაც შეეხება პრემიერის გამოსვლას, ძალიან ვწუხვარ! მე ვიცნობდი მას როგორც პატიოსან, მორწმუნე, ეკლესიურად მოაზროვნე ადამიანს, მაგრამ, რაც აშკარაა ქვეყანაში, ერშიც და ბერშიც, საეკლესიო და სახელისუფლებო მმართელობაში ჩვენ გვაქვს პრინციპულობის პრობლემა" – ამის შესახებ ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ(ცაავა) ტელეკომპანია "იმედთან" განაცხადა. 

 "უპრინციპო ადამიანები არიან წარმოჩენილი, ამის გამო ვართ ამ მძიმე მდგომარეობაში. დღეს ისე როგორც არასდროს, ვფიქრობ ქვეყანა არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაიყოს პარტიულ მიმდინარეობებად. დღეს ქვეყანა უნდა დადგეს ფეხზე და უნდა დაიყოს პრინციპულებად და უპრინციპო ადამიანებად. მართლებად და ფარისევლებად. მატყუარებად და სამართლიანებად" – განაცხადა მეუფე პეტრემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად