მეუფე პეტრე: დღეს ნომერ პირველი პრობლემაა პოსტსაბჭოთა საპატრიარქო და საბჭოთა პატრიარქი

მეუფე პეტრე: დღეს ნომერ პირველი პრობლემაა პოსტსაბჭოთა საპატრიარქო და საბჭოთა პატრიარქი, – ამის შესახებ ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილმა მმართველმა მეუფე პეტრემ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “საჯარო პოლიტიკა” განაცხადა.

“არაჯანსაღი ურთიერთობის ყველა რეკორდი მოხსნა საბჭოთა პერიოდიდან შემდეგ როდესაც უდანაშაულო მღვდლის დახვრეტას ფაქტობრივად ხელი მოაწერა, რამდენადაც წინააღმდეგობა არ გაუწია საქართველოს ეკლესიამ და პირადად საქართველოს პატრიარქმა. ჩამოთვალეთ, როდესაც იარაღით დამხობას, ე.წ. პუტჩს დაუჭირა მხარი. ექსტრემისტებად აცხადებდა ზვიად გამსახურდიას და მოუწოდებდა, რომ ხმა არ მიეცათ მისთვის. ე.წ. ეროვნული კონგრესის, რომელიც რუსეთის მიერ დაგეგგმილი სცენარის მხარეს დადგა საქართველოს საპატრიარქო და პატრიარქი, აქედან გამომდინარე კარგს არაფერს ველოდებით. ეკლესიის მახინჯი დამოკიდებულება და ჩარევა უნდა ამხილოს ქართველმა ერმა. მე ვიტყოდი, რომ დღეს ნომერ პირველი პრობლემაა პოსტსაბჭოთა საპატრიარქო და საბჭოთა პატრიარქი საქართველოსათვის”, – განაცხადა მეუფე პეტრემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად