მეუფე პეტრე: დეზინფორმაციაზე, რომ სინოდის სხდომებს ყოფილი სპეცრაზმელები და მერი ესწრებოდნენ, საპატრიარქოს პასუხი არ გაუცია

ამის შესახებ ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილმა მიტროპოლიტმა მეუფე პეტრემ გადაცემა “პირველებში” განაცხადა კითხვაზე, უგრძვნია თუ არა ხელისუფლების მხრიდან კომპრომატების ხელი.

“რაღაც ფაქტებმა შემდეგ დამაფიქრა, როცა სხვა გამოცდილება მქონდა და იმ ძველ ფაქტს სხვაგვარად შეგაფასებინებს. მას შემდეგ, რაც ბოლო ფაქტებს ფარდა ჩამოეხსნა ჩემთვის და გავთვითცნობიერდი… ღიად არასდროს არ მიგრძვნია ხელისუფლების მხრიდან ეს. პირიქით, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ უფრო შეწუხებული ვიყავი, როდესაც გავრცელდა დეზინფორმაცია, რომ სპეცრაზმის ყოფილი თანამშრომლები თუ ქალაქის მერი ესწრებოდნენ სინოდის სხდომებს და ზეწოლას ახდენდნენ. რა თქმა უნდა ეს იყო ცრუ ინფორმაცია და ეკლესიის დისკრედიტაცია, მაგრამ საპატრიარქო ზოგჯერ უბრალო საკითხებზე გასცემს ხოლმე პასუხებს და მას ამაზე პასუხი არ გაუცია, რომ ეს ასე არ ყოფილა. იგივე მაშინ, როდესაც კანონპროექტს მოეწერა ხელი და ეკლესია აპროტესტებდა უმცირესობების საჯარო იურიდიულ პირებად გამოცხადებას და ა. შ.” – განაცხადა მეუფე პეტრემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად