მეუფე პეტრე დეკანოზ მამალაძეზე: თუ პრეზიდენტმა დაფრანგულობის გზა აირჩია, ეს დადგმული სცენარია

“გამოდის, რომ ეს არის დადგმული სცენარი, წინასწარ შეთანხმებული გეგმა, რომ საპატრიარქომ მოიხსნას პასუხისმგებლობა მორალური”,-ამის შესახებ, მეუფე პეტრემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს შეფასებით, თუ პრეზიდენტმა ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზი, გიორგი მამალაძე არ შეიწყალა “დაფრანგულობის” გზას აირჩევს და მიანიშნებს, რომ იქნება დადგმული სცენარი.

“მე მიმაჩნია, რომ თუ პრეზიდენტმა ისევ “დაფრანგულობის” გზა აირჩია და თავი შეიკავა წმინდა სინოდისა და პატრიარქის მიმართვაზე, მაშინ როდესაც ის ამბობს, რომ გმობს პატრიარქის შეურაცხყოფას, ასევე დასაგმობი იქნება პატრიარქის თხოვნის იგნორირება. ამით კიდევ ერთხელ დადასტურდება მისი საქციელი “დაფრანგულობის” ფორმატში. გამოდის, რომ ეს არის დადგმული სცენარი, წინასწარ შეთანხმებული გეგმა, რომ საპატრიარქომ მოიხსნას პასუხისმგებლობა მორალური, უშუამდგომლოს, მაგრამ პრეზიდენტმა თქვას უარი,”- განაცხადა მეუფე პეტრემ.

მეუფე პეტრე მიიჩნევს, რომ საპატრიარქომ დეკანოზ მამალაძისთვის სასჯელის გადავადების მიზნით იუსტიციის სამინისტროს უნდა მიმართოს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად