მეუფე პეტრე: დაამტკიცოს პრემიერმა, რომ ის მართავს პროცესებს და არა მისი გარემოცვა

"2002 წლიდან ვარ სინოდის წევრი და მამა გიორგი ზვიადაძე ერთხელ მოვიწვიეთ ჩვენ კრების საკითხებთან მიმართებაში. სხვა დროს ის სინოდის სხდომებს არ დასწრებია. შესაბამისა, თუ იცის საკითხები ჩემს მიერ დასმული, ცრუობს, თუ არ იცის და მაშინ შეცდომას უშვებს", – ამის შესახებ ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ(ცაავა) ტელეკომპანია "იმედთან" განაცხადა. 

"რაც შეეხება პატრიარქის ვიდეოს არასრულყოფილ ვერსიას, დარწმუნებული ვარ კვალი ისევ მიგვიყვნას გათავხედებულ მდგომარეობამდე რუხი კარდინალისა, ეკლესიაში არსებულისა. დარწმუნებული ვარ, სხვა ვერცერთი ადამაიანი ამ პასუხისმგებლობას ვერ აიღებდა. 

დარწმუნებული ვარ პატრიარქი ბევრად უფრო კეთილად მოიხსენიებდა მამა გიორგი მამალაძეს თავის საუბარში და მან მისცა თავს უფლება, თავისი "ოქროს თევზების" მეშვეობით გადაეჭრად და ისე გამოეგზავნათ. 

რაც შეეხება პრემიერის გამოსვლას, ძალიან ვწუხვარ! მე ვიცნობდი მას როგორც პატიოსან, მორწმუნე, ეკლესიურად მოაზროვნე ადამიანს, მაგრამ, რაც აშკარაა ქვეყანაში, ერშიც და ბერშიც, საეკლესიო და სახელისუფლებო მმართელობაში ჩვენ გვაქვს პრინციპულობის პრობლემა.

უპრინციპო ადამიანები არიან წარმოჩენილი, ამის გამო ვართ ამ მძიმე მდგომარეობაში. დღეს ისე როგორც არასდროს, ვფიქრობ ქვეყანა არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაიყოს პარტიულ მიმდინარეობებად. დღეს ქვეყანა უნდა დადგეს ფეხზე და უნდა დაიყოს პრინციპულებად და უპრინციპო ადამიანებად. მართლებად და ფარისევლებად. მატყუარებად და სამართლიანებად

მიმაჩნია რომ ორი ვარიანტია, ან ის არის დეზინფორმირებული როგორც არაერთგზის პატრიარქი გვინახავს ამ მდგომარეობაში. რა თქმა უნდა, ეს გარემოცვის და მისი პრობლემაა. მაშინ მან უნდა გადადგას ნაბიჯები და დაგვიმტკიცოს რომ ის მართავს პროცესებს ან თუ მას აქვს სწორი ინფორმაცია, თუ რა უნდანაშაულო მღვდლის გაწირვის მცდელობასთან აქვს საქართველოს ბოროტ ძალებს ადგილი და ამას აკეთებს ეს დიდი დანაშაულია. 

ეს ჩემი დიდი ეჭვია, ამ პროვოკაციას წამოეგო ხელისუფლება, რომელიც მიმართული იყო მიტროპოლიტ დიმიტრის წინააღმდეგ და ეს გამოჩნდება", – განაცხადა მეუფე პეტრემ. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად