მეუფე პეტრე: ჩემი თავი ღმერთს შევწირე, სიკვდილამდე დავრჩები ბერად, ამას ვერავინ წამართმევს

ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მმართველი მეუფე პეტრე ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ წმინდა სინოდი ეკლესიიდან განკვეთავს და ბერობის ხარისხს ჩამოართმევს, კაბის გახდას არ აპირებს.

„პირად ჩემთვის ღიმილის მომგვრელია მისი(მეუფე იაკობი) მუქარა, ხოლო მისი სულიერი მდგომარეობა რა თქმა უნდა საგანგაშოა. მისი საქციელი, გამოხტომები, ზოგადად მისი სახე, როგორც იერარქისა მიმაჩნია, რომ ეს არის დამაზიანებელი ეკლესიისთვის და მართლმადიდებლური სამყაროსთვის და შესაბამისად ის სრულებს ბოროტი ძალების დავალებას. სიმართლისთვის დასჯა არის წყალობა, შესაბამისად ჩემთვის ეს უფრო მეტი წყალობა იქნება და მეტი გვირგვინი.
არ ვისურვებდი ისევ პილატეს სასამართლოს დაემსგავსოს ხელახლა და იმ სინედრიონს, რომელმაც იესო ქრისტე თითქოს რჯულის მიხედვით გაასამართლა და უდიდესი სასჯელი – ჯვარცმა მიუსაჯა მას.
არ ვისურვებდი მორიგი საბედისწერო შეცდომა დაუშვას წმინდა სინოდმა. მე ვიცი რომ ღმერთი არის სიმართლის მხარეს. გავაგრძელებ მსახურებას ერისა და ეკლესიის საკეთილდღეოდ. ვიქნები შეუპოვარი ეკლესიის გაჯანსაღების პროცესში, როგოც უბრალო მოკვდავი პიროვნება.
მე ჩემთვის, სიკვდილამდე დავრჩები ბერად, შევწირე ჩემი თავი ღმერთს და ამას ვერავინ წამართმევს. ვეცდები ბერული აღთქმა სიკვდილამდე შევასრულო” – განაცხადა მეუფე პეტრემ “tvპირველთან”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად