მეუფე პეტრე: ჩემი დასჯა მოხდა კანონდარღვევით!

მეუფე პეტრემ გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ განაცხადა, რომ აუცილებლად უნდა გაირკვეს მისი უდანაშაულობის საკითხი.

“სინოდი ისე შეიკრიბა, რომ არც ვიცოდი, რომ ჩემი საკითხი განიხილებოდა. სპეციალურად დადგმული სცენარი იყო. გამოხტა მთვრალი მეუფე იაკობი, გააკეთა განცხადება, რომ თითქოს პატრიარქის გადაყენებას ავალებდნენ ხელისუფლების მაღალი პირები და დაასახელა პრემიერის ჩათვლით.

ასევე მე დამდო ბრალი, რომ თითქოს, პრემიერთან ერთად პატრიარქის მოკვდინებაში და საბუთები ჰქონდა და მთელს მსოფლიოს დაუმტკიცებდა ამას. ასევე, რაღაც ფინანსურ მაქინაციაში. სინოდი ამის შემდგომ შეიკრიბა.

არც ვიცოდი, რომ ჩემი საკითხი განიხილებოდა. მე თითონ ვითხოვდი მთელი წლის განმავლობაში და მთელი წელი სინოდი არ ჩატარებულა. სხვა ბევრი პრობლემური საკითხი იყო 2019 წლის მიჯნაზე გაზაფხულიდან შემოდგომამდე. ახლა ვითხოვ, პირველ რიგში გაირკვეს ჩემი უკანონო დასჯის საკითხი. მივწერე ქორეპისკოპოსს, რომ პატრიარქმა ჩაიდინა კანონდარღვევები და ჩემი დასჯა მოხდა კანონდარღვევით.”-ამბობს მეუფე პეტრე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად