მეუფე პეტრე: არ გამოვრიცხავ, რომ მამა გიორგი თავისი გამოუცდელობით ამ სცენარის მონაწილე გახდა

"არ გამოვრიცხავ, რომ მამა გიორგი თავისი ახალგაზრდობით, თავისი გამოუცდელობით ამ სცენარის მონაწილე გახდა. ვფიქრობ, რომ ის დაარღვევს დუმილს და ვფიქრობ, რომ არ იქნება დამალული რომელიც არა გაცხადდეს." – განაცხადა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე პეტრემ ტელეკომპანია "იმედთან" საუბრისას. 

არ გამოვრიცხავ, რომ მამა გიორგი თავისი ახალგაზრდობით, თავისი გამოუცდელობით ამ სცენარის მონაწილე გახდა. ვფიქრობ, რომ ის დაარღვევს დუმილს და ვფიქრობ, რომ არ იქნება დამალული რომელიც არა გაცხადდეს. საქართველოს ისტორიას აქვს ძალიან საინტერესო ფაქტი, კათოლოკოს პატრიარქ კირიონის გაუგებარ მდგომარეობაში მკვლელობის შემდეგ, როცა ის მკვლელობა დაბრალდა მის უერთგულეს პიროვნებას ეპისკოპოს ტარასის კანდელაკს. ის მთელი ცხოვრება ამბობდა, რომ მე სულის საცხონებლად მარტო ის მეყოფა, რომ მე ამ ცილისწამების მსხვერპლი გავხდიო. აქედან გამომდინარე არაფერს გამოვრიცხავთ, წერტილს ვერ დავსვამთ. რა თქმა უნდა, ძირფესვიანად კარგად უნდა იყოს შესწავლილი თუ რამ გამოიწვია და რა მოხდა“, – განაცხადა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ეს არის ქალბატონი შორენას პროვოკაცია, რომელსაც პროკურატურა წამოეგო? მიტროპოლიტი ასე პასუხობს:

„არ გამოვრიცხავ, რომ ამას თავად თვითონ მამა გიორგი წამოეგო. ეს არის ძალები, რომლებიც არიან მტრული ძალები საქართველოსი, მართლმადიდებლობისა და ჩვენი სახელმწიფოებრიობისა. ეს არის მტრული ძალები, სად როგორ ეს ცალკე მსჯელობის საგანია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...